რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია - ამირან გამყრელიძე

11 იანვარი 2020, 14:15 1755 ნახვა

"რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია" - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია.

„ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს. დღევანდელი რიცხვით, გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკჯგუფებისთვის. რისკჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, რადგან ეს არის ყველაზე მაღალი რისკჯგუფი, ვთხოვ – მობრძანდით. ასევე დიაბეტიანებს ვთხოვ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი