აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დონალდ ტრამპმა და იენს სტოლტენბერგმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს და აშშ-ის პრეზიდენტმა სტოლტენბერგს ახლო აღმოსავლეთში ნატოს როლის გაძლიერება სთხოვა.
შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს შეუძლია რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო დიდი წვლილი შეიტანოს.