ირანი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს მწარმოებელ კომპანიას არ გადასცემს

08 იანვარი 2020, 16:47 2115 ნახვა

ირანი ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს მწარმოებელ კომპანია „ბოინგს” არ გადასცემს, - თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელის, ალი აბეზადეს განცხადებას, გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. გამომცემლობის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანას გადასცემს ირანი შავ ყუთს გასაშიფრად.

„უკრაინის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ირანული მედიის ცნობით, წინასწარი ვერსიით, ავიალაინერს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის ირანის - 82, კანადის-63, უკრაინის - 11, შვეიცარიის - 10, ავღანეთის - 4, გერმანიის - 3 და დიდი ბრიტანეთის -  3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქე იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი