498 494 ათასი ლარი მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის

07 იანვარი 2020, 13:26 1588 ნახვა

ქედაში, მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება. მერიამ სამუშაოების შესასყიდად ტენდერი უკვე გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი 90 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის სანაპირო კედლის მოწყობას აპირებს. პროექტი გრუნტის დამუშავებას, კედლის უკან ყრილის, დრენაჟის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანი სოფლის წყალმოვარდნისგან დაცვაა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.  სამუშაოებისთვის 498 494 ათას ლარია გათვალისწინებული. ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე აკავრეთას მიმდებარედ გასულ წელსაც ჩატარდა.

სატენდერო წინადადებების მიღება 17 იანვარს მთავრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი