"ქრისტეს მახარობლები" ბათუმის ქუჩებში - ტრადციული ალილო

07 იანვარი 2020, 12:59 2524 ნახვა

მართლმადიდებლები შობის დილას ტრადიციულად მსვლელობას აწყობენ. 

ტრადიციის თანახმად "ქრისტეს შობის მახარობლები" ქუჩაში ტკბილეულს აგროვებენ და უპოვრებს უნაწილებენ.

ბათუმში ალილო საკათედრო ტაძრიდან 12 საათზე დაიწყო, მორწმუნეებმა ცენტრალური ქუჩები გალობით მოიარეს...

ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. იგი საქართველოში მივიწყებული იყო და პატრიარქის კურთხევის შემდეგ, უკვე წლებია მასშტაბურად იმართება. 

მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული დაახვედრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ფოტოებიც გაავრცელეს. 

ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს თბილისშიც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში