ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“, – დაწერა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში.