„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებულ   ხელშეკრულებაზე  მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს  

04 იანვარი 2020, 12:27 737 ნახვა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„კონსორციუმს“ 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედავად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.  

მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და „მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე“. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო ვალდებულებების წარდგენის ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი