ნიკოლოზ რაჭველი საპატიო ბათუმელი გახდა

01 იანვარი 2020, 10:45 1848 ნახვა

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.  ამის შესახებ საზოგადოებას საახალწლო კონცერტზე ლაშა კომახიძემ ამცნო. 

''მე დღეს მაქვს პატივი ამ სცენიდან, ძალიან დიდი ადამიანი, ხელოვანი... ადამიანი, რომელსაც თქვენ ყველა ძალიან დდი პატივს სცემთ, ბატონი ნიკოლოზ რაჭველი დავაჯილდოვო ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებით. დღეიდან მას აქვს სრული უფლება, ატაროს მეორე სახელი. არა უბრალოდ ნიკოლოზ რაჭველი, არამედ ნიკოლოზ ბათუმელი”, - განაცხადა ლაშა კომახიძემ

''​ძალიან გახარებული ვარ. არ ველოდი, რომ დღეს ახალ წელს ახალი სტატუსით შევხვდებოდი. მადლობა ბათუმს და ბათუმელებს. მე თავს ყველაზე შინაურულად ვგრძნობ ამ ქალაქში და ყველაზე მეტად მიყვარს დედამიწაზე ეს ქალაქი...

ბედნიერი ვარ, რომ აქ ვუკრავ დღეს. დიდი მადლობა სიყვარულისთვის. ამ საპატიო  წოდებას ვიყოფ ჩემს მუსიკოსებთან ერთად, მიმაჩნია რომ თქვენც ბათუმის საპატიო მოქალაქეები ხართ” – თქვა ნიკოლოზ რაჭველმა. 

ბათუმში საახალწლო კონცერტი გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი