საქართველოში ყველაზე ხშირად მონახულებად რეგიონად აჭარა დასახელდა. ქვეყნის ისტორიაში კი პირველად 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9 მილიონ 300 ათასი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.