ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა 

27 დეკემბერი 2019, 21:08 2895 ნახვა

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2019-ზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წლის საუკეთესოები გამოავლინეს. სხვადასხვა ნომინაციებში ბათუმის ,,დინამოს’’ სამმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა. 2019 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი).

2019 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი - ლევან კუტალია (დინამო, თბილისი - 20 გოლი)

2019 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი) ეროვნული ლიგა 2-ის

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გურამ სამუშია (სამტრედია) ეროვნული ლიგა 2-ის

2019 წლის სეზონის ბომბარდირი - გიორგი ნიქაბაძე (მერანი, თბილისი) ეროვნული ლიგა 2-ის

2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - კახა კაჭარავა (სამტრედია)

ასევე დასახელდა სეზონის სიმბოლური ნაკრები, სადაც ბათუმის ,,დინამოს’’ ორი ფეხბრთელი მცველი მამუკა კობახიძე და თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი მოხვდნენ.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი