მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში კიდევ უფრო დათბება. ამინდს განსაზღვრავს თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება, რომლის გავლენითაც სანაპირო ზოლში ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში კი +14, +16 გრადუსი იქნება.
პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ჰაერის მაღალი ტემპერატურის და დაბალი ტენიანობის.
ფოტო:ირინე წუწუნავა