ცნობილი სპიკერების საჯარო ლექციები ბათუმში

21 დეკემბერი 2019, 12:00 1203 ნახვა

ციფრული მარკეტინგი, ბრენდინგი ტურიზმში, სტრატეგიული კომუნიკაციები, სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში, გასტრონომია ტურიზმში და ტურიზმის მენეჯმენტი - იმ თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ტურიზმის სექტორს გამოცდილებას პროფესიონალები უზიარებენ.

ცნობილი სპიკერების საჯარო ლექციებს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში მიმდინარეობს რეგიონში სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება. მას ტურისტული კომპანიების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიება ორდღიანია და ის დღეს ტურიზმში გასტრონომიის მნიშვნელობაზე ლექციით დასრულდება. 2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 800-მდე ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანი გადაამზადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში