ლუკა სირაძის მიმართ იძულებით დანაშაულის აღიარების ბრალდებით პროკურატურა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ პატიმრობას ითხოვს. შუამდგომლობით, გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. უწყების განცხადებაშია ნათქვამია, რომ ჩოლოიანმა მოზარდს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.
უარის შემდეგ, კი გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით. რის გამოც რასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.