დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ყველაფერი გაკეთდება, რომ ჯანმრთელი და უვნებელი გაეწეროს კლინიკიდან - ზაალ მიქელაძე

19 დეკემბერი 2019, 09:31 2303 ნახვა

ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გუშინ გვიან ღამით აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მოინახულეს.

ზაალ მიქელაძის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმოკლეს დროში კლინიკიდან გაეწეროს.

„მადლობას ვუხდი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო საზოგადოებას, რომელმაც პირველივე წუთებიდან პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეინარჩუნა. როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა, გადატანილ ოპერაცია შეესაბამება. მდგომარეობა ამჯერად არის სტაბილური, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ ის ჯანმრთელი და უვნებელი გაეწეროს კლინიკიდან,'' - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

 აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, მოქალაქე მოულოდნელად დაესხა თავს პატრულ-ინსპექტორს და ცივი იარაღით დაჭრა.

''საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს შეაჩერა მოქალაქემ, როდესაც პატრულ ინსპექტორი გადმოვიდა ავტომობილიდან მას მოულოდნელად ცივი იარაღიდან მიაყენა ჭრილობა ყელის არეში, მეწყვილეს მიერ  ხოლო აღნიშნული პირი ადგილზე იქნა დაკავებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ მოგახსენებთ. გამოძიება დაადგენს ვერსიებს'' - კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

გუშინ ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი