ცარიელი მერხი და სკამი - აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

18 დეკემბერი 2019, 20:40 1414 ნახვა

ცარიელი მერხი და სკამი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, აქციები ქვეყნის მასშტაბით და მთავარი მოთხოვნა შეიცვალოს სისტემა, პოლიტიკოსებმა კი აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მოითხოვენ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ნინო ცაციაშვილი. არც ერთი და არც მეორე დღეს ტელეკამერების წინ არ გამოჩენილან.

უწყების ერთი გამომძიებელი დაკავებულია, რომელიც ორი დღის წინ მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას უარყოფდა და წარდგენილ ბრალს არც დღეს აღიარებს. დეტექტივი მას შემდეგ დააკავეს, რაც მოზარდი გარდაიცვალა.

ახლა ბევრი რამ გამოძიებაზეა დამოკიდებული, რადგან საიაში, რომელმაც პირველმა გამოააშკარავა სისტემის სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შესახებ, ამბობენ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეში, გარდა უკვე დაკავებული გამომძიებლისა, ფიგურირებს კიდევ მინიმუმ 3 პოლიციელი, ვინც ასევე ემუქრებოდა მოზარდს. მიუთითებენ იმაზეც, რომ ამავე საგამოძიებო უწყებაში გარდაცვლილის ყოფილი თანაკლასელები პრაქტიკულად ერთამენეთს დააპირისპირეს, რაც ასევე დაუშვებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში