ქობულეთის ბაღებში ხორცის შესყიდვის ფასი საბაზროზე დაბალია

10 დეკემბერი 2019, 20:54 2369 ნახვა

ქობულეთის ბიუჯეტში საბავშო ბაღების აღსაზრდელების საკვებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას ითხოვს ოპოზიცია. ეს საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ ყოფილა, თუმცა ხორც-პროდუქტის შესაძენად გამოყოფილი თანხის მოცულობამ სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ბონდო თედორაძის მსგავსად, ბაღების გაერთიანებაშიც აცხადებენ, რომ მაღალი ხარისხის ერთი კილოგრამი ხორცის შესაძენად 19 ლარი საკმარისი არაა. გაერთიანებამ ბაზრის კვლევაც ჩაატარა და სავარაუდოდ თანხის 22 ლარამდე გაზრდას მოითხოვს. ქობულეთის მერიაში კი ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ხედავენ. სიტყვიერად ირწმუნებიან, რომ ბავშვების სრულყოფილი აღზრდისთვის ყველაფერს გააკეთებენ.  

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი