აქციაზე ძალიან ბევრი ვიქნებით, ათასები - თორნიკე რიჟვაძე

10 დეკემბერი 2019, 17:38 5865 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე წასვლას გეგმავს. ამბობს, რომ აჭარიდან ბევრნი იქნებიან და დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩავა. მისი თქმით, ყველა მოქალაქე, მათ შორის ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერები არჩევანში თავისუფლები არიან და აქციაზე წასვლას იძულების ფორმა არ აქვს.

''ქართული ოცნების'' ახალგაზრდულმა ფრთამ, თბილისში აქცია  6 დეკემბერს დააანონსა. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა გაერთიანებებმა კი თქვეს, რომ ხელისუფლება რეალურად ოპოზიციის აქციების საპირწონედ მართავს  კონტრაქციას. ფიქრობენ, რომ 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების ასე დაგვიანებით აღნიშვნა კითხვებს აჩენს. 

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა. 

თორნიკე რიჟვაძე: თბილისში დაგეგმილი აქცია ეხება, ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, ევროპული სტრუქტურის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შესაბამისად, ხალხში განწყობა ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. შაბათ, 14 დეკემბერს, რა თქმა უნდა ყველა მოქალაქეს, ყველა თავისუფალ ადამინს, მათ შორის ჩვენს მომხრებსაც და მხარდამჭერებსაც შეუძლიათ მშვიდობიანად შეიკრიბონ და აღნიშნონ ეს მოვლენა.

ჟურნალისტი: რატომ უკეთებს სახელმწიფო სამსახური ორგანიზებას? რატომ ხდება ადამიანების მობილიზება და წაყვანა

თორნიკე რიჟვაძე: წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, იძულების მექანიზმით არ ხდება ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე აქციების მოწყობა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ძალინ დიდი მიღწევა და დამსახურება. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მშვიდობიანად შეიკრიბოს. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ნაწილში დავეხმარებით, რომ კიდევ უფრო კარგად აღნიშნოს ეს მოვლენა. 

ჟურნალისტი: სახელმწიფო რესურსი ხომ იხარჯება?

თორნიკე რიჟვაძე: სახელმწიფო რესურსები ამ კონკრეტულ აქციაზე არ იხარჯება

ჟურნალისტი: თქვენ მიდიხართ აქციაზე?

თორნიკე რიჟვაძე: რა თქმა უნდა შევუერთდები თუ დრო მომცემს საშუალებას.

ჟურნალისტი: საჯარო უწყებაში დასაქმებულები საუბრობენ, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში შესაძლოა სამსახურიდან დაითხოვონ. 

თორნიკე რიჟვაძე: ''ვინ ამბობს ამას ? ასეთი ადამიანები გყავთ ჩაწერილი? სიამოვნებით შევხვდებოდი და გავესაუბრებოდი მათ. არ უნდა ეშინოდეთ არავის, როგორც გითხარით ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს შეუძლია შეკრიბოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. 

ჟურნალისტი: დაახლოებით ხომ არ იცით აჭარიდან რამდენი ადამიანი წავა აქციაზე?

თორნიკე რიჟვაძე: აქციაზე ძალიან ბევრი ვიქნებით, ათასები...

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი