მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი იხსნება. მიზანი მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაა, სამომავლოდ ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.