ბათუმის ''დინამო'' ციფრებში - გაიგეთ ყველაფერი გასული სეზონის შესახებ

10 დეკემბერი 2019, 10:30 2789 ნახვა

 ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშებაში ,,დინამო’’ ბათუმმა ასპარეზობა მეორე პოზიციაზე დაასრულა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 

წაიკითხეთ ბათუმის ''დინამოს'' ყველა სტატისტიკური მონაცემი.

მატჩები

36 მატჩი - 21 მოგება - 7 ფრე - 8 წაგება

გოლები

გაიტანა 57 გოლი  - გაუშვა 31 გოლი - ბალანსი +26 გოლი

გია გეგუჩაძის შეგირდებმა 6 გოლი თერთმეტრმეტრიანიდან გაიტანეს

ბათუმელები საშუალოდ მატჩში 1,58 გოლს იტანდნენ.

ყველაზე დიდი სხვაობით მოგება

ბათუმელებმა ყველაზე დიდი ანგარიშით 4 ბურთიანი სხვაობით ორივე მატში ბოლნისის ,,სიონთან’’ მოიგეს.

ბათუმის ,,დინამო’’ 5-1 ბოლნისის ,,სიონი’’

ბოლნისის ,,სიონი’’ 0-4 ბათუმის ,,დინამო’’

რომელ მონაკვეთში გადიოდა ყველაზე მეტი გოლი

ბათუმის ,,დინამოს’’ გოლებიდან ყველაზე მეტი 14 გოლი 15 წუთიდან - 30 წუთამდე მონაკვეთში გავიდა. ამ დროის მონაკვეთზე მთელი გატანილი გოლების 24,6 % მოდის. ასევე ბათუმელთა საყვარელი დროის მონაკვეთია მატჩის მიწურული. შავიზღვისპირელებმა 75 წუთიდან - 90 წუთამდე მონაკვეთში 13 გოლი გაიტანეს.

ბომბარდირები

გუნდის საუკეთესო გოლეადორი 17 გატანილი გოლით ბრაზილიელი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. 23 წლის ბრაზილიელი ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, მას მხოლოდ ლევან კუტალამ გადაუსწრო.

1.      ჯოვინო ფლამარიონი  - 17 გოლი (30 მატჩი)

2.      ჯაბა ჯიღაური - 6 გოლი (14 მატჩი)

3.      ნიკოლოზ საბანაძე 5 გოლი (20 მატჩი)

4.      ვალდიმერ მამუჩაშვილი 5 გოლი (34 მატჩი)

 

საგოლე გადაცემები

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში ყველაზე მეტი 5 საგოლე გადაცემა ბათუმელთაგან გიული მანჯგალაძემ გააკეთა.

1. გიული მანჯგალაძე - 5 საგოლე გადაცემა (30 მატჩი)

2. გიორგი ნავალოვსკი - 4 საგოლე გადაცემა (27 მატჩი)

3. ვაკო თევდორაძე - 3 საგოლე გადაცემა (33 მატჩი)

ჩატარებული მატჩები

ყველაზე მეტი 36  მატჩი წლევანდელ სეზონში ბათუმის ,,დინამოს’’ მეკარემ მიხეილ ალავიძემ ჩაატარა.

1.მიხეილ ალავიძე  36 მატჩი

2.გაბრიელ რამოსი  35 მატჩი

3.ვლადიმერ მამუჩაშვილი 34 მატჩი

მოგებები

ბათუმის ,,დინამოს’’ რიგებში, როდესაც მალხაზ გაგოშიძე ასპარეზობდა გუნდმა ყველაზე მეტი 21 შეხვედრა მოიგო.

ძვირადღირებული ფეხბურთელები

ბათუმის ,,დინამოს’’ მთლიანი შემადგენლობის  ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. შავიზღვისპირელთა რიგებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონია. 23 წლის შემტევის ფასი ,,ტრანასფერმარკეტის’’ ინფორმაციით, 475 000 ევროს შეადგენს.

1. ჯოვინო ფლამარიონი 475 000 ევრო

2. ჯაბა ჯიღაური 400 000 ევრო

3. მამუკა კობახიძე 350 000 ევრო

ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ფეხბურთელი

ბათუმელთა შემადგენლობის საშუალო ასაკი 27,4 წელია გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 21 წლის მცველი ვაჟა ფაცაციაა , ხოლო ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი 33 წლის ფორვარდი  ვლადიმერ დვალიშვილია.

სტადიონზე  ყველაზე მეტი მაყურებელი

2019 წლის 11 მაისს, ორი ,,დინამოს დერბს’’  ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ბათუმში 8000 გულშემატკივარი დაესწრო. ეს არამარტო კონკრეტულად ბათუმის ,,დინამოს’’ რეკორდია არამედ მთლიანად სეზონის და ბოლო წლების რეკორდადაც შეიძლება ჩავთვალოთ.

1. ბათუმის ,,დინამო’’ - თბილისის ,,დინამო’’ ანგისის ბაზა - 8000 მაყურებელი სტადიონზე

2. ბათუმის ,,დინამო’’ - თბილისის ,,საბურთალო’’ ანგისის ბაზა -7000 მაყურებელი სტადიონზე

3. ბათუმის ,,დინამო’’ - გორის ,,დილა’’ ანგისის ბაზა - 6000 მაყურებელი სტადიონზე.

ყველაზე მეტი მაყურებელი ინტერნეტში

ბათუმის ,,დინამოს’’ თამაშს ინტერნეტით ყველაზე მეტმა 40 541 -მა ადამიანმა ბათუმის ,,დინამოსა’’ და თბილისის ,,დინამოს’’ დაპირისპირებას უყურა . ეს მთლიანად სეზონის რეკორდისაა.

1. ბათუმის ,,დინამო’’ - თბილისის ,,დინამო’’ – 40 541 მაყურებელი

2. ქუთაისის ,,ტორპედო ‘’ - ბათუმის ,,დინამო ‘’ – 34 537 მაყურებელი

3. ბათუმის ,,დინამო ‘’ - თბილისის ,,დინამო’’ – 31 002 მაყურებელი

 

 

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში