შპს ''სოფოს'' მაისში ხელვაჩაურის ბაღებში რძის პროდუქტები უნდა შეეტანა, თუმცა დისკვალიფიკაცია მიიღო 

09 დეკემბერი 2019, 12:33 2572 ნახვა

შპს ''სოფოს'', რომლის მიერ ნაქირავებ ფართშიც გუშინ, სავარაუდოდ, ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღები რძის პროდუქტებით უნდა მოემარაგებინა. კომპანიამ ტენდერში წლის დასაწყისში გაიმარჯვა. როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბაღების გაერთიანებაში უთხრეს,  პირველივე მოწოდების დროს დარღვევები დაფიქსირდა. ''სოფოს'' მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დასაშვებზე მაღალცხიმიანი აღმოჩნდა, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ტენდერი კი განმეორებით გამოცხადდა. 

ხელვაჩაურის ბაღებს 2018 წელს ხორცით შპს ''სოფო'' ამარაგებდა. გაერთიანებაში ამბობენ, რომ ხორცი ყოველდღიურად მოწმდებოდა და გასულ წელს დარღვევები არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე ბაღებს ხორცითა და რძის პროდუქტებით სხვა კომპანიები ამარაგებენ. 

ბათუმის ბაღებს ხორცით, შპს "მანუჩარი" ამარაგებს.  "შპს მანუჩარი ჩვენი მომწოდებელია, რომელსაც ხელშეკრულება შპს "სოფოსთანაც" აქვს გაფორმებული, სხვა დეტალები მასთან გადაამოწმეთ'', -  გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. 

აჭარის საბავშვო ბაღებში შესატანი ხორცის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ვადაგასული იყო, სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო.

გუშინ, 8 დეკემბერს, საღამოს სურსათის ერონული სააგენტოს თანამშრომლებმა, კანონით გათვალისწინებული ბეჭდის გარეშე აღმოაჩინა საქონლის ხორცი, რომელიც მათი მტკიცებით, ვადაგასული იყო. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში