მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება“ საარჩევნო მოდელზე პოზიციას არ თმობს, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის.
მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელი აცხადებს,რომ აუცილებელია, მხარეებს შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდეს. დღეს, მამუკა ხაზარაძე აჭარას სტუმრობს, ის თანამოაზრეებსა და მომავალ თანაგუნდელებს შეხვდა.