გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ''ქართული ოცნება'' ასლან აბაშიძის მეთოდებით მოქმედებს და მმართველობასაც მასსავით დაასრულებს.
მისივე თქმით, ოპოზიცია დიალოგისთვის მზად არის, ჯერი კი ხელისუფლებაზეა.
''ან ისინი გადადგამენ ნაბიჯს საზოგადოებისკენ და მოძებნიან გამოსავალს ამ ჩიხიდან, რომელშიც თვითონ შეიყვანეს ქვეყანა, ან გააგრძელებენ ამ გზით სიარულს და დაასრულებენ ისე, როგორც ასლან აბაშიძემ და იანუკოვიჩმა დაასრულეს. ჩვენი გზა არის სრულიად ნათელი, გავაგრძელებთ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს, ეს პროცესები ემსახურება საქართველოს მომავალს, ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. თუ არ ჩატარდა ობიექტური არჩევნები ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.
ვითხოვთ საქართველოს მომავალს, ხელისუფლება კი გვიპირისპირდება გუშინწინდელი მეთოდებით, ასლან აბაშიძის მეთოდებით. ამიტომ არჩევანი არის მათ მხარეს. თუ გადმოდგამენ ნაბიჯს მზად ვართ, თუ არ გადმოდგამენ დაასრულებენ ისე, როგორც დაასრულა ყველა იმ ხელისუფალმა, რომელიც ხალხს ძალადობით ელაპარაკებოდა'', - უთხრა აჭარის მაუწყებელს დავით ბაქრაძემ.