ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წევრებს კვერცხები დაუშინეს

06 დეკემბერი 2019, 14:27 1369 ნახვა

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქუთაისში მსვლელობის მართავენ.  აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოერია, გიგი უგულავა და რომან გოცირიძე.

მანამდე კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სავარაუდოდ, ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერი მივიდა აქციაზე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი ვაშაძეს.

პროცესებში პოლიცია ჩაერთო. მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი