შველი, რომელიც გურიაში იპოვეს დღეს მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს. ის სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა.
ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი მტირალას ეროვნულ პარკში გაშვება გადაწყდა.