"მონა"... ხულოს მაჟორიტარის ოფისში ხმაურია - იქ აქტივისტები და პოლიციელები იმყოფებიან  /პირდაპირი/

04 დეკემბერი 2019, 14:25 1561 ნახვა

ხულოს მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის  ოფისთან ხმაურია. ხულოში  "ალტერნატივას" აქტივისტები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებულები არიან, ოფისთან მივიდნენ და "პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამო",  აქცია გამართეს. ისინი სკანდირებდნენ - "მონა", მონა"... 

''ქართული ოცნების'' ნაცვლად ''ქურდული ოცნება'' და მაჟორიტარის ნაცვლად მონა, დღეიდან ანზორ ბოლქვაძეს ჰქვია სახელი მონა, ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა'' - უთხრა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია ''ალტერნატივის'' წევრმა. 

შენობაში იყო პოლიცია, რომლებმაც აქტივისტები გარეთ გამოიყვანეს. ამას მოჰყვა დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება. 

''ჩვენ არ გვეშინია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. არ გვეშინია არც დარბევის და არც ''ქართული ოცნების''. ყოველ დღე არის დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, ამიტომ მოვედით აქ, გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას დაასრულოს პროვოკაციები''. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში