ბათუმის მასტერ ლიგის გამარჯვებული "ტერმინალი" გახდა. ვიცე ჩემპიონობა იზეიმა „დინამო“ ბათუმის ახალგაზრდულმა გუნდმა, მესამე ადგილი დაიკავა ეზოს ფეხბურთმა. შეჯიბრებაში აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 10 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს და შეჯიბრების გამორჩეულ ფეხბურთელებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.აჭარის მასტერ ლიგის გამარჯვებულმა გუნდმა „ტერმინალმა „ საქართველოს მასტერ ლიგის თასის ჩემპიონატში მოიპოვა მონაწილეობის უფლება თუმცა ფინალში დამარცხდა..