''გერმანული მოდელი'' საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის

04 დეკემბერი 2019, 11:32 1162 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი  კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. არჩილ თალაკვაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა. 

''იმის მტკიცება, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და კოდექსის დონეზე, აქ რაიმე ცვლილებების გაკეთება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე ყველაფერი აშკარად გამოჩნდა, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან, რომლებიც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს ''სახე შეინარჩუნონ''. 

მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ რა თქმა უნდა ინტერესი, ამ საკითხზე გავაგრძელოთ საუბარი. დავსხდეთ მაგიდასთან, საუბარი ყოველთვის საჭიროა რეალურ საკითხებზე. მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის'' - ამბობს თალაკვაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი