პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა

11 სექტემბერი 2016, 00:00 3802 ნახვა

ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა რიოს პარაოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს პარაოლიმპიადაზე  ქართველი სპორტსმენის პირველი მედალია.  ფინალში გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იპონით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა მეოთხედ ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა ასევე  იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც ამერიკელ მეტოქეს დაუპირისპირდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი