ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. თურქეთში "Bosphorus Istambul cup -2019"-ის თასზე ქართველმა სპორტსმენმა სენიორების კატეგორიაში იასპარეზა, სადაც 12 ქვეყანა მონაწილეობდა. ორი პროგრამის ჯამში ალინამ 156,91 დააგროვა.