ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 26 ნომერში, მეცნიერის, ფერიდე აცანბას მუზეუმი გაიხსნა. ფერიდე აცანბა, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი სტუდენტი იყო. იგი 65 წლის განმავლობაში მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის პროფესორი, შუა საუკუნეების არაბული ისტორიის სპეციალისტი იყო.
გარდაცვალების შემდეგ მისი ნაშრომები და ნივთები ბათუმში, მისმა მემკვიდრეებმა ჩამოიტანეს. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას, ოფიციალურ პირებთან ერთად, ნათესავები ესწრებოდნენ.