დიალოგი და პროტესტი- პოლიტიკური შეფასებები

01 დეკემბერი 2019, 12:31 987 ნახვა

ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო  ოპოზიციასთან  შეხვედრა, აჭარის  უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და  ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა შეაფასეს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ  მმართველი გუნდი იძულებული იქნება  წავიდეს  მოლაპარაკებაზე და დააკმაყოფილოს მოთხოვნები . გია მასალკინის განცხადებით, ხელისუფლება არაადეკვატურად და რადიკალურად არის განწყობილი ,თუმცა ის ვერ გაუძლებს პროტესტს , საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ოპოზიციის  ზეწოლას .

ოპოზიცია მიიჩნევს ,რომ ქართულ კონსტიტუციაზე მორგებული ე.წ.გერმანული მოდელი საუკეთესო გამოსავალია,  რათა ცვლილებები აქციების ნაცვლად დიალოგის გზით  მრგვალ მაგიდასთან დაიგეგმოს. პეტრე ზამბახიძე კი ამბობს, რომ თუ  დიალოგი არ გაგრძელდება ხელისუფლება თვით იზოლაციაში აღმოჩნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი