თუ ხანძრის შედეგად მოქალაქეებს საკუთარი სახლი დაეწვათ, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსაციის სახით 15 000 ლარი გადაეცემათ. თუ ცეცხლმა ქონება ნაწილობრივ დააზიანა, ამ შემთხვევაში ოჯახს 10 000 ლარი დაერიცხება. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
დღემდე ხანძრით შედეგად დაზარალებულებისთვის გადასაცემი საკომპენსაციო თანხა 10 000 ლარს შეადგენდა. ეს იყო ზედა ზღვარი, ოჯახის ნაწილს უფრო ნაკლებსაც ურიცხავდნენ, კომისიის დასკვნის შესაბამისად.
2019 წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 22 ოჯახს გაუწიეს, გახარჯულია 197 843 ლარი.
ცვლილება შესაბამის დადგენილებაში უკვე შევიდა.
ფოტო: არქივი