საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მთავარი გზავნილი

10 სექტემბერი 2016, 00:00 3946 ნახვა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი პირველად სტუმრობს. მინისტრების შეხვედრას საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიოტი დაესწრნენ. მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა თავდაცვითი შეიარაღების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე ისაუბრეს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ხვალ შავი ზღვის  ბათუმის აკვატორიაში ფრანგული სამხედრო ხომალდი შემოვა.  ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერსაც შეხვდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი