პარლამენტი 200 ნაციონალის დასაბლოკი არ არის - ირაკლი კობახიძე 

28 ნოემბერი 2019, 15:28 1356 ნახვა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი 200 ნაციონალის დასაბლოკი არ არის, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები სათანადო ზომებს იღებენ. 

''ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე, 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის საქართველოს პარლამენტი. მათ შორის იმისთვის, რომ სხვა, უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, გამოყენებულ იქნა პრევენციული ზომები, რაც ალბათ, სწორია. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი

ჩვენ გვახსოვს როგორი იყო პრაქტიკა 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა აქციების უსასტიკესი მეთოდებით დარბევა, ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპით. რაც არის მისასალმებელი და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ შევცვალეთ ძველი პრაქტიკა'' - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი