ხელვაჩაურის მერია ახალი წლისთვის 26 455 ლარს დახარჯავს

26 ნოემბერი 2019, 15:55 1963 ნახვა

ხელვაჩაურის მერია წელს  საახალწლო ღონისძიებებისთვის  26 455 ლარს დახარჯავს. აღნიშნულ თანხაში მუნიციპალიტეტის მერიამ 7 ღონისძიების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.  

ფრანები, საახალწლო შუშხუნები,  ფოიერვერკები, სასაჩუქრე კალათები, საახალწლო ზღაპრის დეკორაციები, სატენდერო პირობების თანახმად-ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა იზრუნოს.

ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებები 21 დეკემბერს დაიწყება და 6 იანვარს დასრულდება.

"ღონისძიებები 21 დეკემბერს დაიწყება, 25 დეკემბერს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე აინთება. 25, 26, 27, 28 დეკემბერს პატარებისთვის კულტურის ცენტრის ფოიეში საზეიმო კონცერტები გაიმართება.  საახალწლო ღონისძიებები მომდევნო დღეეშიც გაგრძელდება და 6 იანვარს დასრულდება"- ამბობს ხელვაჩაურის მერის მოადგილე.

უწყებაში აცხადებენ, რომ მთავარი ლოკაცია კულტურის ცენტრი იქნება, სადაც ფოიეში პატარებისთვის გასართობი ატრაქციონები მოეწყობა, მათ  თოვლის ბაბუები მიესალმებიან და ტკბილეული დაურიგდებათ.
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების არსაზრდელებს დამატებით სასაჩუქრე კალათებიც დაურიგდებათ. ბაღების გაერთიანებას ამ მიზნით, 28 000 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

ღონისძიებები საშუალოდ, 1800 ბავშვზე იქნება გათვლილი.

რაც შეეხება  ნაძვის ხესა და ქუჩის დეკორაციებს.  მერიაში ამბობენ, რომ წელს  მათზე თანხას არ დახარჯავენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი