224 500 ლარად ხულოს მერია სააქტო დარბაზს გაარემონტებს

26 ნოემბერი 2019, 13:03 2071 ნახვა

ხულოს მერია  მუნიციპალიტეტის  შენობის სააქტო დარბაზთან გადასასვლელის და სააქტო დარბაზის რემონტს იწყებს. მერიამ სამუშაოებისთვის 224 547.00 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

პროექტის თანახმად,  სააქტო დარბაზი არსებული ფანჯრების და კარების ღიობების განლაგების გათვალისწინებით გაიყოფა ორ ნაწილად, რომლის ერთ მხარეს  მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ხოლო მეორე მხარეს ორ სართულზე განთავსდება ოთხი სათავსო სამუშაო კაბინეტი. ამასთან თითოეულ სივრცეში ალუმინის ვიტრაჟებით ეწყობა მცირე ზომის სამუშაო ოთახი.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ  გადასასვლელიც და სააქტო დარბაზიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.
ხულოს მერის მოადგილე ამბობს, რომ რეაბილიტაცია ერთის მხრივ სწორედ ამ მიზეზით, მეორეს მხრივ კი იმიტომ გადაწყდა, რომ არსებულ შენობაში თანამშრომლები ძალიან ვიწროდ არიან.  ნადიმ ვასაძის განმარტებით, რეაბილიტირებულ შენობაში მერიის 4 სამსახური გადავა.

"კაბინეტებში თანამშრომლები ძალიან ვიწროდ არიან, არის რამდენიმე სამსახური, რომელიც ერთ ოთახში ზის. იმიტომ, რომ საოფისე ფართები არ გვაქვს.  რეაბილიტირებულ შენობაში 4 სამსახურის გადაყვანა მოხდება. ერთ მხარეს გაკეთდება კარგად აღჭურვილი, თანამდროვე სტანდარტების დარბაზი, რომელიც იქნება განკუთვნილი საკრებულოს სხდომებისთვის და იქნება ადაპტირებული,  რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრება შშმ პირებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი და მათი ჩართულობა გაიზარდოს, მეორეს მხარეს მოეწყობა საოფისე ფართები"-განაცხადა ხულოს მერის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხება მოქმედ სააქტო დარბაზს, სადაც დღეის მდგომარეობით  საკრებულოს სხდომები იმართება, ის შიდა შეხვედრებისთვის იქნება გამოყენებული.

სააქტო დარბაზის  რეაბილიტაციისთვის 224`547.00  ლარი რესპუბლიკური  ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერიდან  დაიხარჯება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი