მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები დღეიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.
შედეგები ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის, ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდებში გამოქვეყნდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებაზე 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ამათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.