ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ დროისთვის შესაძლებელია ე.წ. საზღვრით აფხაზეთში გადასვლა, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეები ვეღარ გადმოდიან.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, რა მიზეზით და როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები, უცნობია. ისინი აკრძალვას სოხუმში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ.