''დინამო'' ბათუმი 2:1 რუსთავი

24 ნოემბერი 2019, 17:51 1979 ნახვა

ბათუმის დინამომ საქართველოს ჩემპიონატის 35-ე ტურში საკუთარ კედლებში რუსთავი 2:1 დაამარცხა, ანგარიში 39-ე წუთზე ფლამარიონ ჯოვინომ თავური დარტყმით გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს სილაგაძემ ულამაზესი დარტყმით ბათუმელთა კარი დალაშქრა, მეორე ტაიმი დინამომ აქტიურად დაიწყო და 49-ე წუთზე გაგოშიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბოლო ტურის წინ დინამოს 70 ქულა აქვს და ლიდერ თბილისის დინამოს, რომელმაც გორში 2:1 სძლია ადგილობრივ დილას 2 ქულით ჩამორჩება. 36-ე ტურში ბათუმელები ლოკომოტივს ეწვევიან, ხოლო თბილისელები ვიტ-ჯორჯიას უმასპინძლებენ, ჩემპიონობისთვის შავიზღვისპირელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ, ხოლო თბილისის დინამომ მინიმუმ ფრე უნდა ითამაშოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი