საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ „სარფი“ და და „სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
19 ნოემბერს ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 16,160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
" მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.''- წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.