ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ნაგვის ურნა დაიწვა

19 ნოემბერი 2019, 16:10 1663 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ნაგვის ურნა დაიწვა. "სანდასუფთავების" სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ,  მოქალაქემ ურნაში  სიგარეტის ნამწვავი ჩააგდო.

სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია. მათივე ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის განმავლობაში  მოსახლეობის დაუდევრობით უკვე 70-მდე ურნა დაიწვა. აქ განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში მიზეზი სიგარეტის ნამწვავია.

,,სანდასუფთავება'' მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და ურნებში არ მოათავსონ ისეთი საგნები, რომლებიც ცეცხლს გააჩენს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი