''ქართული ოცნების'' დეპუტატი, რატი იონათამიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, როცა ის პარლამენტში მისვლას დააპირებს, წინ არავინ გადაეღობონ.
„მინდა, ყველას ვუთხრა – ღმერთი ნუ გაუწყრება და ვერავინ გაბედოს, როცა მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, წინ გადამეღობოს და გზა გადამიღობოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის შენობა გუშინ საღამოდან ბლოკირებულია. აქციის მონაწილეების მიერ ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.
დღეს დილით, აქციის მონაწილეებმა სამი დეპუტატი პარლამენტში არ შეუშვეს.