კარვები, ქვიშის ტომრები, სამშენებლო ნარჩენების ბარიკადები და ბოქლომებით დაკეტილი პარლამენტის ჭიშკრები - ქვეყნის მთავარი საკანონდებლო ორგანო ბლოკირებულია, სადაც დილიდან ხმაური იყო . აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს დეპუტატები მერაბ ქვარაია და რევაზ არველაძე. ისინი აქტივისტებმა შეძახილებით გააცილეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დეპუტატებმა ტერიტორია პოლიციელების დახმარებით დატოვეს. ამ წუთებში საკანონდებლო ორგანოში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა უნდა დაიწყოს, სამ საათზე კი ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.