დღეს ბათუმელი მკლავჭიდელის, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, მარინე ფუტკარაძის შესახებ გიამბობთ, რომელმაც ჩემპიონობამდე რთული გზა გაიარა. ის პარა სპორტსმენია, ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ბავშვთა სახლში გაატარა, თუმცა მისი ძალისხმევით, მონდომებით და შრომით ამ შედეგამდე მივიდა.
სპორტის გარდა უყვარს კითხვა, ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა. მისი ამჟამინდელი მიზანი მორიგ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაა თუმცა არამხოლოდ პარა, არამედ შეზღუდვის არმქონე სპორტსმენებს შორისაც.