საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი - 2024 წლიდან. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.
„ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, პროპორციული საარჩევნო სისტემა მე ვთვლი, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ვთვლი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მივიღეთ.
ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვინდოდა განხორციელებულიყო, თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან“, - განაცხადა გახარიამ.