ვისაუბრეთ 2020 წლის ბიუჯეტზე - გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 20:06 1293 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' ოფისში 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეკითხვები ჰქონდათ მაჟორიტარებსაც, რომელსაც უპასუხეს. 

''2020 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით გავიდა, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი პოლიტიკური პროცესის ირგვლივ, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარებს ჰქონდათ შეკითხვები. ჩვენ ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, სტრუქტურების აზრი და შეკითხვებზე პასუხები გავეცით,'' - განაცხადა პრემიერმა. 

''ქართული ოცნების'' ოფისში საქართველოს პრემიერ მინისტრი დაახლოებით 1 საათის წინ მივიდა. იქ იმყოფებოდნენ უმრავლესობის დეპუტატები და ოცნების სხვა ლიდერები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი