"ბერძენიშვილი და რესპუბლიკელები არიან ეკლესიის მტრები და მათთან მაგიდასთან არ დავჯდებით" - ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი 2019, 23:22 1734 ნახვა

''ისინი არიან ეკლესიის მტრები, რაც მტკიცებულებებით დასტურდება, ასეთ პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ მაგიდასთან ვერ დავსხდებით'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ჟურნალისტი, პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო კონსულტაციებზე და ბოიკოტზე ეკითხებოდა. 

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც დანაშაულებრივი წარსული აქვთ, სალაპარაკოდ ვერ დასხდებიან. 

თეონა ბაკურიძე: ბოიკოტს თუ გამოგიცხადებთ მთელი პოლიტიკური სპექტრი, რას აპირებს ''ქართული ოცნება''?

ირაკლი კობახიძე: პირველ რიგში დავით ბერძენიშვილი, ისინი გამოდიან ეკლესიის მტრებად. პირდაპირ გამოდიან პატრიარქის და ეკლესიის მტრებად და თქვენ მეუბნებით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ. 

ჩვენ პრინციპები გვაქვს. ჩვენ არ ვართ არც ''პატრიოტთა ალიანსი'' და არც ნაცმოძრაობა. ვერ დავჯდებით ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც აქვთ ღიად პრორუსული ორიენტაცია და ვერ დავჯდებით ვერც ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც აქვთ დანაშაულებრივი წარსული. ისეთებთან, რომლებიც არიან ეკლესიის და სახელმწიფოს მტრები'' - თქვა ''ქართული ოცნების'' ლიდერმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი