არასამთავრობოების ნაწილი პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

14 ნოემბერი 2019, 20:25 1237 ნახვა

საგანგებო განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამბობენ, რომ „დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი,  ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.“

აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომაც. „გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი“ - წერია საელჩოს განცხადებაში.

სახალხო დამცველი კი პროცესს ასე გამოეხმაურა - „პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება.“

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი