უკონტროლოდ დაყრილი შპრიცები, ამპულები და სხვა სამედიცინო ნარჩენები - საფრთხე ადამიანებისთვის

12 ნოემბერი 2019, 21:03 2726 ნახვა

საფრთხე გარემოსთვის და მაღალი რისკი ადამიანების ჯანმრთელობისთვის - „მთავარმა“  ღია სივრცეში დაყრილი სამედიცინო ნარჩენები გადაიღო, რაც ეპიდემიისა და ინფექციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევა.

გამოყენებული სხვადასხვა სამედიცინო ნივთი იმ შენობასთანაა დაყრილი, რომელშიც წესით მათი განადგურება მიმდინარეობს. საუბარია, ინსენერატორზე, რომელიც ბათუმთან ახლოსაა მოწყობილი.

სახიფათო ნარჩენების საავადმყოფოებიდან ამ დაწესებულებამდე სპეციალური დახურული ავტომანქანით ტრანსპორტირება „სანდასუფთავების“ სამსახურის პრეროგატივაა, მაგრამ რა ხდება მას შემდეგ რაც ნარჩენებს ინსენერატორამდე მიიტანენ? გარემოს დამცველების თქმით ის რაც ხდება საგანგაშოა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი