ფილმის ''და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები აქციას დღესაც გამართავენ

09 ნოემბერი 2019, 15:15 1496 ნახვა

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენების წინააღმდეგ გამოსული ჯგუფები, აქციების გამართვას დღესაც, გეგმავენ და გუშინდელი დღის მსგავსად შეკრებას ვერის ბაღში 16:00 საათზე დაიწყებენ, რის შემდეგაც კინოთეატრებთან გადაინაცვლებენ.

ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  და"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". მიუხედავად პროტესტისა, კინოთეატრ „ამირანსა“ და თბილისი „გალერეაში“ ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და დასრულდა.

სეანსიდან გამოსული მაყურებლების მისამართით აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა ისროლეს. დაპირისპირების დროს დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში